Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი 

თსუ-ს შვიდივე ფაკულტეტის უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის სტუდენტებისათვის 

ორმხრივი თანამშრომლობის, DAAD-ს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამების ფარგლებში, 

თსუ-ს პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტის მიერ 2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შემოთავაზებული 

სასწავლო, კვლევითი და სტაჟირების სტიპენდიების მოსაპოვებლად

 

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების შემდეგი საფეხურების სტუდენტებს, რომელთაც აქვთ GPA არანაკლებ 2.5-სა:

  1. ბაკალავრიატის საფეხურის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრების სტუდენტებს;
  2. ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე,  მერვე და მეცხრე სემესტრების სტუდენტებს;
  3. მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს;
  4. დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრების სტუდენტებს.

 

* სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მეხუთე და ზედა სემესტრების დოქტორანტების საყურადღებოდ: დოქტორანტურის საფეხურის მეხუთე და ზედა სემესტრების ის სტუდენტები, რომლებიც 6 სასწავლო სემესტრის განმავლობაში ვერ ახერხებენ სწავლის დასრულებას, აღნიშნულის თაობაზე ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში, დაიშვებიან კონკურსზე. ცნობა უნდა წარადგინოთ არაუგვიანეს 3 აპრილის 13:59 საათისა შემდეგ ელ ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge

 

კონკურსზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე!

 

მობილობის პერიოდი: 2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

 

სტიპენდიების ჩამონათვალი ქვეყნების, უნივერსიტეტებისა და სასწავლო მიმართულებების მიხედვით იხილეთ აქ, ისევე როგორც, კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, იხილეთ აქ.

 

!! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ-ს ვებ-გვერდზე!

 

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართებზე: 

  • ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში შემოთავაზებულ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე: exchange@tsu.ge 
  • DAAD-ს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამების ფარგლებში შემოთავაზებულ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე: outgoingmobility@tsu.ge